ენმ-ს  ერთ-ერთმა  ლიდერმა   დავით  ბაქრაძემ   სტრასბურგში  ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ  საქართველომ   შეასრულა  თავისი  ვალდებულება  მუსულმან  -მესხების  რეპატრიაციისა. ამის  შესახებ მან განაცხადა თურქეთის  პრემიერ-მინისტრ ახმერ  დავუთოღლუს  განცხადების  საპასუხოდ.

     „ჩვენ  რეგისტრაციის  შესაძლებლობა  მივეცით ყველა  იმ  ადამიანს ,რომლებსაც სურდათ საქართველოში  დაბრუნება.  უფრო  მეტიც, ჯერ  კიდევ პარლამენტის  თავმჯდომარედ  ჩემი ყოფნის  დროს  ჩვენ  ორჯერ  გადავავადეთ  რეგისტრაცია.

      ჩვენ  ძალიან  გასაგებად  მოველაპარაკეთ  ჩვენს  თურქ  მეგობრებს, რომ  თუ  ისინი  არ  გაივლიან  რეგისტრაციას  გადავადებულ პერიოდშიც, ჩაითვლება,  რომ  ამ ადამიანებს  არ  აქვთ დაბრუნების  სურვილი.   რეგისტრაცია  გაიარა  თითქმის  6  000-მა  ადამიანმა,  და ჩვენ  ველოდებით  მათ  საქართველოში,  მაგრამ  თემა  დაიხურა. ამიტომ  საუბარი  იმის შესახებ,  რომ  სადღაც  არსებობს  ასი  ათასობით  ადამიანი,  რომლებსაც არ ღებულობს საქართველო, სწორი არ არის. ეს ვალდებულება შესრულდა,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

      მოკლედ,კატეგორიულად.სულ ექვსი წინადადება.ამ ტექსტის თითოეული წინადადება-ტყუილია.ბუნებრივია, რომ განმაზოგადებელი სათაური-მთავარი ტყუილია.

     მაგრამ, მოცემული ტექსტი,რომელის გამოქვეყნებულია ახალი ამბების სააგენტოების მიერ

ა.წ. აპრილში,მნიშვნელოვანია იმ მიზეზების და არა იმ აზრის გასაგებად,რის გამოც თურქი-მესხების  სამშობლოში დაბრუნების პრობლემა  ვერ გადაიჭრა.განვიხილოთ ტიტოეული წინადება ცალ-ცალკე.

1. "ჩვენ მივეცით რეგისტრაციის საშუალება ყველა იმ ადამიანს,რომლებსაც სურდათ საქართველოში დაბრუნება". ევროსაბჭოში საქართველოს მოვალეობები ითვალისწინებდა,რომ პარლამენტს მიეღო კანონი დაბრუნების შესახებ 2001 წლისთვის და 10 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო 1944 წელს დეპორტირებული ადამიანების რეპატრიაცია.კანონი მიიღეს 2007 წელს და მაშინვე ქართველი სამართალდამცავების იგი განისაზღვრა, როგორც "კანონო არ დაბრუნების". შესახებ. (ეს იყო რიგით მეოთხე პროექტი კანონისა, რომელის შეადგინეს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტებმა’’. ყველა წინა პროექტი შოკში აგდებდა ევროსაბჭოს მკითხველებს.ამ კანონის მიხედვით,რეპატრიანტებს სამშობლოსი უნდა ეცხოვრათ ,,სპეციალურ ზონებში’’, რაც ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის პრინციპებს. 2007 წლის 27 ივლისს პარლამენტმა მიიღო ზემოთ აღნიშნული კანონი.კანონი გამოქვეყნდა ქართულ დაინგლისურ ენებზე.მას არ ახლდა ახსნა-განმარტება რეალიზაციისათვის,არავითარი ქვეპუნქტები და არავითარი მინიშნებები კანონის შესასრულებლად.ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება უკვე ელოდა ანკეტების შეგროვებას  იმ   9 ქვეყნიდან,სადაც თურქი-მესხები ცხოვრობდნენ.ამ ქვეყნების საელჩოებმა არ იცოდნენ ამ ანკეტების მიღების პირობები.არავითარი ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებიდან არ არსებობდა.ვინც შემთხვევით გაიგებდა ამ კანონის შესახებ და მის შინაარსს ჩასწვდებოდა,უფრო მეტად შინდებოდა.ცნობების შეგროვება ჯდებოდა 500-700 დოლარი,მაშინ  როცა ოჯახის თვიური შემოსავალი 50 -70 დოლარი იყო.პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მუხლებში პირდაპირ იყო ჩადებული შესაძლებლობა იმისა,რომ ადამიანი აღმოჩენილიყო მოქალაქეობის გარეშე.კანონის მიხედვით,საქართველოში დაბრუნების მსურველს ჯერ უარი უნდა ეთქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე,რომელშიც ცხოვრობდა,მისი განცხადება კი საქართველოში განიხილებოდა ამ აქტიდან წლინახევრის შემდეგ. განცხადების განხილვის შემდეგ შესაძლებელი იყო მოქალაქეობაზე უარის მიღება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე,რაც არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.აქედან გამომდინარე,საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის მიღებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.საზოგადოება  ,,ვათანგის’’ წარმომადგენლების ძალისხმევით 2010 წლის მარტში შეიტანეს შესწორება ,,კანონში დაბრუნების შესახებ“, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ წინა მოქალაქეობაზე უარის თქმა შესაძლებელი იყო ახალი მოქალაქეობის მიღების შემდეგ.ე.ი.,მტკიცებულება იმისა,რომ,, ჩვენ მივეცით რეგისტრაციია საშუალება ყველა იმ ადამიანს,რომლებსაც სურდათ საქართველოში დაბრუნება“,ვთვლი, რომ სიცრუეა.

      2. ,,ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარედ ჩემი ყოფნის დროს ჩვენ ორჯერ გადავავადეთ რეგისტრაცია“.

      ზემოთ ხსენებული კანონის მოქმედების შედეგად,არ იყო დაკმაყოფილებული არც ერთი განცხადება.ასეთ სიტუაციაში კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ არის ხელისუფლების კეთილი განზრახვა,პირიქით,ეს არის იძულებითი მოქმედება სახელმწიფოსი.იმის გამო,რომ არ იყო ,,სწორად გაფორმებული ‘’განცხადებები ანკეტებისა,ერთი წლით გააგრძელეს ვადა,რომ არ ჩავარდნილიყო პროექტი.საზოგადოება,,ვათანის’’ აქტივისტებმა აზერბაიჯანში გაეროს დახმარებით შეაგროვეს ანკეტა-განცხადებები 135000 ოჯახიდან,რომელთაგანაც მხოლოდ 4528 შეძლო დაეკმაყოფილებინა ამ კანონით გათვალისწინებული პირობები.მათგან2012 წლისთვის მხოლოდ 2000 ადამიანი იყო აღიარებული  „რეპატრიანტად“,მხოლოდ ისინი პასუხობდნენ კანონის მოთხოვნებს და პირობებს. 2000 ადამიანი სხვადასხვა  ოჯახიდან.სრულყოფილი  ოჯახი  მათი  რიცხვიდან  აღმოჩნდა  12 . ( 5428ოჯახიდან ).                                                                     

ყველა  დანარჩენი  ოჯახი  აღმოჩნდა  გაყოფილი.ამიტომ   ოჯახიდან  ზოგი  ვერ  გადიოდა  პროცედურის  შემდეგ  ეტაპს და  „დაშლილი“  ოჯახები   თვითონ  ამბობდნენ  უარს  შემდგომ  პროცედურებზე.

მათ,  ვინც  მიიღო  „რეპატრიანტის„  სტატუსი  და  გადაწყვიტა  დაბრუნება,  მიეცა თორწლიანი  ვადა,დაემტკიცებინათ  თავისი  გადაწყვეტილება  იმ  ქვეყანაში  არსებულ   საქართველოს  საელჩოში.  თვითონ  საელჩოებს   არ ჰქონდათ  უფლება  პრობლემის  განხილვისაც  კი 2014 წლის ივნისამდე.ამ  დროს, თუ რეპატრიანტი არ  ამტკიცებდა თავის გადაწყვეტილებას,  კარგავდა  „რეპატრიანტის „სტატუსს. ამ  მიზეზით  600  ადამინმა  დაკარგა  „ რეპატრიანტის“   სტატუსი .გარდა  ამისა  ,  14  წლამდე  ასაკის  ბავშვები,  რომლებმაც  მიიღეს  „რეპატრიანტის„  სტატუსი  ,როგორც  „ ოჯახის  წევრებმა“, მაგრამ  2 წლის  განმავლობაში  გადააბიჯეს  ამ  ასაკს, კარგავდნენ  სტატუსს  და  ვალდებულნი  იყვნენ  შეეტანათ    თავიანთი  პირადი  განცხადება.ე.ი.თავიდან  გაეფომებინათ ანკეტა- განცხადება და თავიდან ჩამდგარიყვნენ რიგში ,,რეპატრიანტის’’ პერსონალური სტატუსის მისაღებად  დარჩენელი 1400 ადამიანიდან დღეისთვის 418 ადამიანმა მიიღო ე.წ. ,,პირობითი მოქალაქეობა’’. ეს ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში მათ შეუძლიათ ისარგებლონ მოქალაქის ყველა უფლებით, მაგრამ პასპორტის გარეშე. ორი წლის განმავლობაში მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება წინა მოქალაქეობაზე უარის თქმის, იმიტომ რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქის სრულყოფილი პასპორტი.

            2015 წლის ბოლოსთვის 1-მა ადამიანმა  მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი. პირველად 1944 წლის შემდეგ 1-მა ადამიანმა კანონიერი გზით აღიდგინა მოქალაქეობა თავის სამშობლოში ასე რომ, ის ფაქტი, ,,ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარედ ჩემი ყოფნის დროს ჩვენ ორჯერ გადავავადეთ რეგისტრაცია“.  არის საქართველოს მთავრობის უმოქმედობის მაგალითი

გარდა ამისა, ნათელი გახდა რომ შესაძლებლობებისა და შეზღუდვების პრინციპები ,რომელიც ჩადებულია კანონში, აღმოჩნდა შეუსაბამობაში დასახულ მიზანთან

3.  ,,მაშინ  ჩვენ  ძალიან  გასაგებად  მოველაპარაკეთ  ჩვენს  თურქ  მეგობრებს, რომ  თუ  ისინი  არ  გაივლიან  რეგისტრაციას  გადავადებულ   პერიოდშიც, ჩაითვლება,  რომ  ამ ადამიანებს  არ  აქვთ დაბრუნების  სურვილი ‘’. 

ჩვენთვის, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მესხი (ახისკა) თურქების ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციებისთვის, სრულიად გაუგებარია ბატონი ბაქრაძე ვის სთვლის ,, ჩვენს თურქ მეგობრებად’’. როდის და ვისთან იყო ,,მოლაპარაკება“, ამ კანონების ობიექტებისთვის უცნობია. როგორ შეიძლება დაუშვა, რომ. ,,ამ ადამიანებს არ აქვთ დაბრუნების სურვილი“. თუ  თურქების ყველა ძირითად საზოგადოებრივ ორგანიზაციას ყველა ქვეყანაში ,სადაც ისინი არსებობენ, წესდებაში მიზნად უწერია: ,,მოვიპოვოთ სამშობლოში დაბრუნების უფლება. ამგვარად, ეს მტკიცებულება არ შეესაბამება სინამდვილეს.

4. ,,რეგისტრაცია  გაიარა  თითქმის  6  000-მა  ადამიანმა ,  და ჩვენ  ველოდებოდით  მათ  საქართველოში,  მაგრამ  თემა  დაიხურა.“ ამ აზრის უკეთ გასაგებად, ალბათ, საჭირო იყო წინადადების ბოლოს დაემატებინათ „.....მაგრამ  თემა დახურულია  .....  დანარჩენებისთვის.“.

მტკიცებულება:  „რეგისტრაცია  გაიარა  6000ადამიანმა“  - არ  შეესაბამება  სინამდვილეს .

მტკიცებულება,  რომ „თემა  დახურულია“-არის ბატონ ბაქრაძის საკუთარი აზრი.ამაზე კამათი არ არის საჭირო.ჩვენთვის თემა რჩება ღიად. ამ სიტყვების შემდეგ ეს თემა ჩვენთვის ხდება უფრო მტკივნეული და მწვავე.

5. ამიტომ საუბარი იმის შესახებ, რომ სადღაც არსებობს ასი ათასობით ადამიანი, რომლებსაც არ ღებულობს საქართველო, სწორი არ არის. საუბარი ძალიან ,,სწორია“, ამიტომ, რომ ეს არის უდავო და ყველასთვის ცნობილი ფაქტი. ნამდვილად ,, არსებობს ასი ათასობით ადამიანი“ ( შესაძლებელია 400000 -ზე მეტი ) ,რომლებიც ცხოვრიბენ მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში და თავს სთვლიან მესხ(ახისკა) თურქებად. ეს საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი ხალხია, რომელიც 1944 წელს დანაშაურებლივად იქნა დეპორტირებული თავისი ქვეყნიდან ,საქართველოს ახალციხის მხრიდან .საუბარი იმას კი არ ეხება, რომ მათ ,,ღებულობდნენ’’ საქართველოში. საუბარია ჩვეულებრივ ამბავზე (ბუნებრივობაზე).  უნდა შეწყდეს დანაშაული, რომელიც დაიწყო 1944 წელს. ესე იგი აღსდგეს დეპორტირებული შთამომავლების მოქალაქეობრივი უფლებები.

6. ,,ეს ვალდებულება შესრულდა,-აღნიშნა“.

სიცრუე- განზრახული ბოროტებაა. საქმე ის არის , რომ, ეს არის დანაშაულებრივად დეპორტირებული ხალხის დაბრუნების ვალდებულება და არა ,,კანონისა  რეპატრიაციის შესახებ“. ესა არის სხვადასხვა გარემოება. ეს არს მცნებების არასწორი შენაცვლება. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ,,კანონი ძალადობრივი გზით საქართველოდან გადასახლებულ  პირთა რეაპატრიაციის შესახებ“. ამ აქტის ფასეულობა დიდია, იმდენად რამდენადაც ის აღიარებს ამ ფაქტის ტრაგიკულობას, როგორც დანაშაულს საქართველოს ძირძველი ხალხის მიმართ. ადრე, 1999 წლამდე საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობდა ამ ისტორიულ ფაქტის აღიარებაზე, მაგრამ ამ კანონის მიღების შემდეგ ყველაფერს, რაც მოხდა 2015 წლისთვის, უწოდო დაბრუნება, შეუძლებელია. უბრალოდ, არ არის სამათლიანი.

.....................

დავით შუქრის ძე ბაქრაძე სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის 24 იანვრიდან 2008 წლის 5 მაისამდე, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე 2008 წლის 7 ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე

.......................

ყველაფერი მე ვისაუბრე ბატონ ბაქრაძის საპასუხოდ, კარგად არის ცნობილი ყველასთვის, მისთვისაც და მათთვისაც, ვისაც აქვს შეხება ამ პრობლემასთან, საქართველოშიც, ევროსაპჭოშიც და მის საზღვრებს გარეთაც ,ევროსაბჭოს ყველა სესიაზე საქართველოს დელეგაციას უარს ეუბნებოდნენ ამ საკითხის ,,დახურვაზე’’. დღეს  დავით ბაქრაძე -არის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, დღეს ის არ არის მმართველი გუნდის წევრი,მაგრამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოა, იმდენად რამდენადაც ის მოქმედი პოლიტიკოსია, და ნამდვილად ისწრაფვის ისევ იყოს სასარგებლო ხელისუფლებაში. ახლა ამას წყვეტენ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ არ შეგვიძლია (როგორც არამოქალაქეებს) ზეგავლენა მოვახდინოთ საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ შეხედულებებზე . ჩვენი ბრძოლა უფლებების აღდგენისათვის არ არის დამოკიდებული საქართველოს პოლიტიკურ რეჟიმზე, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვართ შევარდნაძის შემდგომი ეპოქის დადგომის, როდესაც საბოლოოდ დაიფერფლა საპჭოთა მოდელი საქართველოში. ჩვენ გვიხარია ქართველი ხალხის მოქალაქეობრივი ღირსება, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს პრობლემას ადეკვატურად გაიაზრებენ თანამედროვე დეომკრატიული ნორმების კატეგორიებში, იმ კატეგორიებში ,რომლებიც იყო დასახელებული, როგორც ფუნდამენტალური. გვიჩნდება კითხვა, რამდენად გულწრფელნი არიან ამ საკითხზე მოსაუბრენი,მათ შორის დავით ბაქრაძე?თუ ბაქრაძე თვლის,რომ თურქი-მესხების საკითხი დახურულია,თვითონ თურქი-მესხები თვლიან,რომ ეს საკითხი,რომელიც პრობლემად იქცა 1944 წელს,მხოლოდ ახლა იწყებს ნელ-ნელა მომწიფებას ღირსეული გადაწყვეტილებისთვის,ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მათი დაბრუნებისთვის.

           მესხ(ახისკა) თურქებს სურთ დაბრუნება სამშობლოში,რათა გაითავისონ საქართველოს ინტერესები და გულწრფელად ემსახურონ ქვეყანას.



 

Yorum ekle


Güvenlik kodu
Yenile

Yönetici Giriş Paneli

Scroll to top